ახალი ამბები • 1732172899
თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეები, ახალი სამოქმედო გეგმის შეთანხმებამდე, დაიშალნენ
ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, ახალი სამოქმედო გეგმის შეთანხმებამდე, დროებით დაიშალნენ.
ოპოზიცია სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურულ მომზადებას საჭიროებენ, ვინაიდან სამართალდამცავებს წაღებული აქვთ აქციის მონაწილეების მანქანები და ტექნიკა.
„შევძელით ის, რომ დავიბრუნეთ ლოკაცია, საიდანაც პოლიციამ გუშინ იძულებით გაგვიყვანა. მადლობა მათ, ვინც მთელი ღამის განმავლობაში იდგა აქციებზე. ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, ვინც ამ პროტესტში იღებდა მონაწილეობას. გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი მანქანები და ტექნიკა წაღებულია, ასევე ღამის გასათენებელი საშუალებები. ძალებს მოვიკრებთ. რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაგაცნობთ. ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის! - აღნიშნა ვაშაძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას საღამოსთვის გააცნობს. მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
ტერიტორიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც ტოვებენ.
1731685299
1727447820