საფრანგეთში Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი დააკავეს

პოლიცია

საფრანგეთში, Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი დააკავეს.

ლე ბერჟეს აეროპორტში რუსი პროგრამისტი, პოლიციამ ასაფრენ ბილიკზე დააკავა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დუროვს ბრალად ედება საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, ტერორიზმი, ნარკოტიკების გაყიდვა, ფულის გათეთრება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

ცნობისთვის, დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა. როგორც თავად განაცხადა მიზეზი რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლა გახდა - ისინი ბიზნესმენს ევრომაიდნის მონაწილე უკრაინელი აქტივისტების პირადი მონაცემების გადაცემას სთხოვდნენ. დუროვმა ჯერ გაერთიანებული არაბთა საემიროების, შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

მეტის ნახვა