უკრაინის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერმინისტრს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა

შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერმინისტრს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრა ორი საათი გაგრძელდა. ხელი მოეწერა ოთხ დოკუმენტს, რომელიც ეხება ორი ქვეყნის თანამშრომლობას სამედიცინო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში.

მოდიმ და ზელენსკიმ მოლაპარაკების დაწყებამდე რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების მულტიმედიური მემორიალი მოინახულეს.

შეგახსენებთ, ნარენდრა მოდი კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო დროშის დღეს ჩავიდა. ეს იყო ინდოეთის პრემიერმინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინის ისტორიაში.

მეტის ნახვა