ბათუმში, Apple-ის Premium Reseller-ის iSpace-ის მაღაზია გაიხსნა

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ მეტრო სითი-ში iSpace-ის მაღაზია გაიხსნა. მომხმარებლებს შეუძლიათ, მიიღონ მაღალი სტანდარტის სერვისი და ინფორმაცია მათთვის სასურველ ტექნიკასა და გაჯეტებზე.  მაღაზიაში დაგხვდებათ ინტერიერი, რომელიც სრულად Apple-ის მიერაა შექმნილი. საქართველოში Apple-ის Premium რესელერის iSpace-ის რიგით მეხუთე ფილიალია. თუ გსურთ მიიღოთ საუკეთესო სერვისები სწორედ აღნიშნულ ტექნიკის მაღაზიას უნდა მიაკითხოთ.

ბათუმში, Apple-ის Premium Reseller-ის iSpace-ის მაღაზია გაიხსნა. საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში, მაღაზია მომხმარებლებს, უწყვეტ გართობას, კონკურსებს, საჩუქრებს და სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობდა. ნებისმიერ მსურველს ახალი ფილიალის ნახვა სავაჭრო ცენტრ Metro City-ში შეუძლია.

გახსნასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საშუალება აქვთ ისარგებლონ ექსკლუზიური შეთავაზებებით: მხოლოდ 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით მოქმედებს საუკეთესო Trade-in პირობები: Apple-ის ახალი აღჭურვილობის შეძენისას 1800 ლარამდე თანხის დაზოგვაა შესაძლებელი. ამ სამი დღის განმავლობაში, შეგიძლიათ, გააკეთოთ Trade-in, დატოვოთ  iSpace-ში თქვენი ძველი ტელეფონი, კომპიუტერი ან ტაბლეტი, აირჩიოთ ახალი და გადაიხადოთ თანხის სხვაობა. ახალი მოწყობილობის დარჩენილი საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია 36 თვემდე განვადების პირობებით.

iSpace-ის მაღაზია პირველი Premium Reseller-ია საქართველოში, რაც ქვეყანაში, Apple-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას გულისხმობს.  iSpace-ის- ტექნიკის მაღაზია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი ტიპის გაჯეტის შეძენამდე  თავად შეეხოს, გატესტოს და გაეცნოს მის შესაძლებლობებს. მაღაზიის შიდა დიზაინი შოურუმის ტიპისაა.

შეთავაზებები ასევე საინტერესოა ტურისტებისთვის: iSpace–ში მუშაობს Tax Free! ეს ნიშნავს, რომ iSpace-ში Tax Free–თ შეძენისას მიიღებთ ქვითარს, რომელსაც წარადგენთ ბათუმის, თბილისის, ქუთაისის აეროპორტის საგადასახადო სამსახურში ან საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას. შედეგად კი, მოწყობილობის საფასურის 18% უკან დაგიბრუნდებათ თქვენს ქვეყანაში 10 დღის განმავლობაში.

მეტის ნახვა