ახალი ამბები • 1754725770
მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს
ახალი ამბები
1754475455

“ბათუმელების” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს. ბრალდება 351 პირველი ნაწილზე გადაკვალიფიცირდა.
განაჩენი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა. მედიამენეჯერმა თქვა, რომ პროკურატურის შეთავაზება საპროცესო გარიგებაზე მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.
ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს და 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
სასამართლოს ეზოში მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა