ახალი ამბები • 1747046220
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული პარკოსანი - როგორ მოვამზადოთ ოსპის წვნიანი?
კულინარია
1673255662

ცივ ამინდებში ძალიან უყვართ ცხელი სუპები. TV25.GE გიზიარებთ უგემრიელესი ოსპის წვნიანის რეცეპტს.
ინგრედიენტები
- წითელი ოსპი - 1 ჭიქა
- ხახვი - 1 ც
- ბულგარული წიწაკა - 1 ც
- ნიორი - 1 კბილი
- ბეგქონდარა - 1 კონა
- წყალი
- მარილი
- შავი პილპილი
- ზეთი
მომზადების წესი
ხახვი, ნიორი და წიწაკა წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში. ქვაბში ჩავყაროთ ოსპი, დავუმატოთ მოშუშული ინგრედიენტები, დავასხათ წყალი, დავახუროთ საფარებელი და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. როდესაც ოსპი მოიხარშება, ბლენდერით დავაქუცმაცოთ, საჭიროების შემთხვევაში, ცხელი წყალი დავუმატოთ, შევანელოთ მარილითა და პილპილით, მოვაყაროთ დაჭრილი ბეგქონდარა (ან 1 ჩკ ხმელი) და სუფრაზე მიტანის წინ სურვილისამებრ წიწაკის ზეთით გავაფორმოთ.
წყარო: gemrielia.ge

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა