ახალი ამბები • 1734684571
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პოლონეთის წარმომადგენლებს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში უმასპინძლა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პოლონეთის წარმომადგენლებს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში უმასპინძლა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პოლონეთის რესპუბლიკის, ქვემო სილეზიის სავოევოდოს, ვროცლავის საკრებულოს დელეგაციის წევრებსა და ვროცლავის აეროპორტის მართვის საბჭოს პრეზიდენტსა და მერის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში უმასპინძლა. შეხვედრა გუშინ გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო გეგმები რაც მოიცავს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებებს. აღინიშნა პოლონური მხარის ჩართულობის მნიშვნელობა ბათუმში “ლიმეს კონგრესის” გამართვის საკითხში. შეთანხმდნენ მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების გაფართოებასა და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე, განხილულ იქნა ხელოვნების დარგში 2025 წლის საფესტივალო განრიგი და პოლონური ტელევიზიების მიერ აჭარის შესახებ დოკუმენტური ფილმების სერიის შექმნის შესაძლებლობა.
1728455482
1727447820