საქართველოს მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური კორპუსი დაათვალიერა

მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი აკადემიური კორპუსი დაათვალიერა. ქუთაისის უნივერსიტეტი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგაპროექტია.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი აკადემიური კორპუსი დაათვალიერა.

27 000 კვ.მ. ფართობის მქონე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო კორპუსში განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სალექციო სივრცეები, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ოფისები, სამკითხველო დარბაზები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგაპროექტია, რომლის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს.",- წერია განცხადებაში

მეტის ნახვა