ახალი ამბები • 1752786542
წელს, სკოლის მიღმა 5 ათასზე მეტი ბავშვი რჩება - განათლების სამინისტრო

2022-2023 სასწავლო წელს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლებას 5 183 ბავშვი ვერ მიიღებს. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, აქედან 4 362 ბავშვის შესახებ არც საქართველოს განათლების და არც ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ინფორმაციას არ ფლობენ, 821 ბავშვს კი სწავლაზე ხელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიუწვდება.
უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციაში განმარტებულია, რომ 2022 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, „4,362 ბავშვიდან უმეტესი მათგანი არ არის რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვაში, რეგისტრაციის მისამართზე არავინ ფლობს ინფორმაციას მათ შესახებ, ან ნაწილს არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ან რეგისტრაციის მისამართი არის ოკუპირებული ტერიტორიები. აღნიშნული ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება“.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/სამსახურების წარმომადგენელთა აქტიური მუშაობით 1863 უკვე დარეგისტრირდა სკოლაში და გახდა მოსწავლე. მათგან 399 „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით ასაკის შესაბამის კლასებში, ხოლო 1464 პირველ კლასში, რომელთაგან სკოლის მიღმა დარჩენის დროებითი მიზეზი ძირითადად იყო სკოლაში მიყვანის დაყოვნება.
821 შემთხვევაში ვერ ხერხდება ზოგად განათლებაში ინტეგრაცია. უმეტესი მათგანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო განთავსებულია ან პალიატიური ზრუნვის სერვისებში, ან უმძიმესი და მრავლობითი დარღვევების გამო ოჯახსა და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებს შეუძლებლად მიაჩნიათ ზოგადი განათლების მომსახურებებში, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოქმედ სხვა მომსახურებებში ჩართვაც კი. სქესისა და ასაკის მიხედვით მეტ-ნაკლებად თანაბარი გადანაწილებაა.
4,362 პირთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უმეტესი მათგანი არ არის რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვაში, რეგისტრაციის მისამართზე არავინ ფლობს ინფორმაციას მათ შესახებ, ან ნაწილს არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ან რეგისტრაციის მისამართი არის ოკუპირებული ტერიტორიები. აღნიშნული ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: ipn.ge

1752588701

1745312322