აჭარაში, სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება გაზარდა - ცვლილებები პროგრამაში

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობა გაიზარდა და თითოეული ოჯახი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000-სა.

ცვლილება შეეხო ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების წესსაც. ამ შემთხვევაშიც დაფინანსება გაიზარდა 5 000 ლარით და ხანძრით დაზარალებული ოჯახები 15 000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20 000-ს.

სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, სტიქიისა და ხანძრით დაზარალებული 41 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებისა და მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში, ამ ოჯახებს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 742 094 ლარი გამოეყოფათ.

მეტის ნახვა