ახალი ამბები • 1754487420
ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს - როდის დასრულდება სამუშაოები?
ინფრასტრუქტურა
1695718449
ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტროტუარის მოწყობა, ფილებისა და მწვანე საფარის დაგება, ელექტროსანათების მონტაჟი და საჭირო ინვენტარის დადგმა. უკვე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები.
სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 271 ათას ლარს აღემატება.
ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად, ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა