დაენგრიათ უნდა თუ არა „ჭაჭა თაუერი?“ | ოპოზიციის შეფასება

დაენგრიათ უნდა თუ არა ჭაჭა თაუერი? ოპოზიციაში ამბობენ, რომ  ობიექტის რეაბილიტაცია უნდა განხორციელებული ან სხვა ფუნციით უნდა დატვირთულიყო.„ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში“  ტურისტული ლოკაცია დღემდე პოპულარულია და ქალაქის სტუმრობი მას ხშირად კითხულობენ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ე. წ. „ჭაჭა თაუერის“ დანგრევის გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ აგვისტოში მიიღო. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ადგილზე სკვერი უნდა აშენდეს, რომელსაც შპს „რივიერა“ მოაწყობს. პროექტის ფარგლებში ზღვისპირა პარკის კეთილმოწყობა და იახტკლუბის განვითარება უნდა მოხდეს. ცნობისთვის, „ჭაჭა თაუერი“ 2012 წელს გაიხსნა. მისი აშენებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან  მილიონ ლარამდე დაიხარჯა. წლების განმავლობაში, ობიექტი უფუნქციოდ იყო დარჩენილი. 

მეტის ნახვა