გორგილაძის ქუჩაზე უსინათლოთა ბილიკი წყდება

შშმ პირთა უფლებები ბათუმში სათანადოდ რომ დაცული არ არის, ამაზე არაერთხელ გიამბეთ. ჩვენი ქალაქი ერთი შეხედვით თითქოსდა ადაპტირებულია, თუმცა ვერ ნახავთ ქუჩას და შენობას, რომელიც ამ მიმართულებით სრულყოფილი მაგალითი შეიძლება იყოს. გორგილაძის ქუჩაზე, გრიბოედოვის გადაკვეთამდე მონაკვეთზე,  სასტუმრო არგოს წინ მდებარე ტერიტორიაზე უსინათლოებისთვის განკუთვნილი  ბილიკი წყდება. როგორც სასტუმროში გვითხრეს, ობიექტი ამასთან არაფერ შუაშია. კიდევ ერთი კანონდარღვევა თაყაიშვილის ქუჩაზეა, სადაც უსინათლოთა ბილიკზე რეტორნის გარე სივრცეა მოწყობილი. რატომ ყრის წყალში ფულს ბათუმის მერია ისეთი საქმისთვის, რომელსაც შშმ პირი ვერ გამოიყენებს და მეტიც, საფრთხის შემცველია? - კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. უწყებაში სატელევიზიო კომენტარი არც გააკეთეს. 

მეტის ნახვა