ახალი ამბები • 1753688546
ქობულეთის მერიის თანამშრომელმა ქალზე იძალადა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
სამართალი
1693826178
TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ქობულეთის მერის წარმომადგენელი თანასოფლელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა სოფელ ლეღვას ცენტრში მოხდა. ფაქტს ათეულობით თვითმხილველი ჰყავს.
ქალი სოფლის მაღაზიაშია დასაქმებული და მასზე ფიზიკურად სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა საჯარო მოხელემ იძალადა.
პოლიციას დახმარებისთვის დაზარალებულმა მიმართა. "ამ თემაზე საუბარი არ მსურს" - გვითხრა დაზარალებულმა და ტელეფონი გაგვითიშა.
"უკვე გათავისუფლებულია აღნიშნული საჯარო მოხელე" - გვითხრეს ქობულეთის მერიაში, თუმცა უწყებაში არ განმარტეს რის საფუძველზე გაათავისუფლეს ჯაბა სტამბოლიშვილი.
ჩვენი ინფორმაციით, ძალადობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

თევზაობისას კაცს დენმა დაარტყა და დაიღუპა
1753255638

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა