ახალი ამბები • 1751994240
ავარიას ბათუმში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ემსხვერპლა - მძიმედ დაშავდა უწყებაში დასაქმებული კიდევ 1 პირი
ახალი ამბები
1699449007

TV25.GE-ის ინფორმაციით, ავარიას ბათუმში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ემსხვერპლა. კაცი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა უწყებაში დასაქმებული კიდევ 1 პირი. ფაქტი, სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღის პირველ ნახევარში, აეროპორტის დასახლებაში, ჭოროხის ქუჩაზე მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში TV25.GE-ის უთხრეს, რომ ორი დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს.
კლინიკის ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შსს-ში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა