ახალი ამბები • 1738944434
ბათუმში, სკოლის მოსწავლემ თანაკლასელს სცემა

ბულინგის შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში - მე-5 კლასელმა გოგონამ თანაკლასელს სცემა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
დაპირისპირება შესვენების დროს დაიწყო, რის შედეგადაც მოზარდი შეუძლოდ გახდა და მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ფაქტზე რეაგირება სკოლის დირექციასა და მანდატურის სამსახურს არ ჰქონია. აღნიშნულთან დაკავშირებიღ მათ კომენტარი არ გააკეთეს.
დაზარალებული მოსწავლის დედა კი მომხდარი ფაქტის გამოძიებასა და ფსიქოლოგების ჩართვას ითხოვს.
"ბავშვმა დამირეკა, სამშაბათი დღე იყო, სანამ დაიწყებოდა გაკვეთილები, მანამდე 5 წუთი აკლდა, დედა ცუდად ვარო...კლასელმა თავში ფეხი ჩამარტყაო. როგორც ასეთი, დაზიანებები არ ყოფილა, მაგრამ სისხლდენით მყავს დღემდე. დღემდე სისხლდენით არის ბავშვი...მივედი განათლების სამინისტროში, არანაირი რეაგირება," - ამბობს დაზარალებული მოსწავლის დედა.

1738914298

1728455482

1727447820