ქედაში, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარია

ხანძარი ქედაში. ცეცხლი მუნიციპალიტეტის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსში, ბოლო სართულზე არსებულ სხვენში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.

მოქალაქეთა ევაკუირება მალევე განახორციელეს. აღსაზრდელები გაიყვანეს მიმდებარე საბავშვო ბაღიდანაც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო. 

მეტის ნახვა