ახალი ამბები • 1732627456
თავდასხმა, ძალადობა, საეჭვო ზარები, დაშინება, ზეწოლა და დაკავებები | შეფასებები
თავდასხმა, ძალადობა, საეჭვო ზარები, დაშინება, ზეწოლა და დაკავებები. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სულ უფრო და უფრო მძიმე ფაზაში შედის. ოპოზიცია პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს, ამბობენ, რომ პრორუსულ ხელისუფლებას, განსხვავებული აზრის მიმართ, ოკუპანტისეული მიდგომები აქვს, მმართველი გუნდი კი ამტკიცებს, რომ ოპონენტები იტყუებიან და პროვოკაციის მოწყობით, ხალხი შეცდომაში შეჰყავთ. გუშინდელი თავდასხმის ფაქტს უკვე გამოეხმაურა 50 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიერ, 29 აპრილს დაანონსებული რეპრესიები ამოქმედდა, მაგრამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას "რუსული უშიშროების სამსახურების მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ". NGO-ები დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ.
გუშინდელი ღამე, ქართული საზოგადოებისთვის იმ მძიმე პროცესების გაგრძელება იყო, რაც ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარეობს. საეჭვო ზარებს, რომელიც სავარაუდოდ, მოქალაქეების დაშინებასა და საჯარო კრიტიკის ჩახშობას ემსახურებოდა, ძალადობა და ადამიანების ცემა მოჰყვა. ნიღბიანების აგრესიის პირისპირ აღმოჩნდნენ ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი, დიპლომატი გია ჯაფარიძე, აქტივისტი ლაშა ღვინიანიძე და სხვები. ასევე დააკავეს, გიორგი სანიძე. ოპოზიციის შეფასებით, ეს რუსული აგრესიაა და ხელისუფლება, ოკუპანტების რეჟიმის ქმედებებს იმეორებს.
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს მთავრობის დასასრულის დასაწყისია, ამბობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. რეზო ხარაზის თითქმის, მსგავსი რეპრესიები, წნეხი, დაშინება და ბრძოლის ბინძური მეთოდები, საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს და არ აშინებს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდზე გაბრაზებული ხალხი, პოზიციებს არ დათმობს და ბრძოლას გაამრჯვებამდე მიიყვანს.
არჩილ ბერიძე ამბობს, რომ რუსული მეთოდებით ბრძოლას პასუხს აუცილებლად გასცემენ. მისივე თქმით, ახალი თაობა არ დაუშვებს, რომ პროცესებს შეუშინდეს და საქართველო რუსეთში დაბრუნდეს.
„ქართულ ოცნებაში“ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ძალადობასა თუ დარბევებს, დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებენ და ხელს ოპოზიციისკენ იშვერენ. ტიტე აროშიძე ამბობს, რომ „ომის პარტია“ რევოლუციის სცენარს აორგანიზებს. აროშიძე ამტკიცებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ისინი არ ზღუდავენ და ეს ყველაფერი, ოპონენტების მიერ დადგმულ სპექტაკლს ჰგავს.
ვინ შეიძლება იდგეს პროცესების უკან? ავლებს. თანაგუნდელის მსგავსად, დავით ბაციკაძეც პროვოკაციაზე საუბრობს. მმართველი გუნდის წევრი პარალელს, უკრაინული მაიდნის სცენართან ავლებს. რაც შეეხება საეჭვო ზარებსა და თავდასხმებს, ოცნების წევრები, გვირჩევენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსული აქციების დროს პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა გააკეთა. თუმცა თამაზაშვილს არ უსაუბრია გუშინდელ თავდასხმებზე, რა დროსაც დაშავებულთაგან ორი - კლინიკაში რჩება. აღსანიშნავია, რომ თამაზაშვილმა ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს არ უპასუხა. ცნობისთის, ფიზიკური ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც. "გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის" ამ წარწერით მან მან გააზიარა რეზოლუციის ფოტო, რომელიც ევროპარლამენტმა რუსული კანონის შესახებ მიიღო, დოკუმენტის შესწორებაში კი საუბარი იყო ივანიშვილის სანქცირებაზე.
1728455482
1727447820