კონკურსი „აგრო-ლიგა“ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის

აგრო

 

საქართველოში ცოდნის დემონსტრირებაზე დაფუძნებული კონკურსი „აგრო-ლიგა 2024“ იწყება.

კონკურსი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და მისი უმთავრესი მიზნებია:

აგრარულ სექტორში პროფესიული ცოდნის გავრცელება;
საქართველოში აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობა;
წარმატებული სტუდენტების წარმოჩენა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

აგრო-ლიგა ჩატარდება შემდეგ საკონკურსო დარგებში:

მევენახეობა;
მცენარეთა დაცვა;
მეფუტკრეობა;
სატყეო საქმე;
მეხილეობა;
ეკოლოგია,ბიომრავალფეროვნება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაკალავრიატის სტუდენტებს;
პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელებს.
კონკურსი ტარდება ტესტირების საშუალებით.

ტესტები მომზადებულია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ექსპერტების მიერ, შესაბამისი ფუნდამენტური სამეცნიერო ლიტერატურის და ბენეფიციარი სექტორების მიერ წარმოებული სპეციფიკური ლიტერატურული მასალების გამოყენებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია აგრო-ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://agroliga.veta.ge/

პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ, კონკურსის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ სავარჯიშო ტესტებს და სასწავლო-შემეცნებით ლიტერატურას.

აგრო-ლიგა ჩატარდება მიმდინარე წლის მაისში, დაბეჭდილი ტესტებით, რამდენიმე ლოკაციაზე. კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღი მონაწილეებს ეცნობებათ მათ მიერ რეგისტრაციის პროცესში მითითებულ ელ-ფოსტაზე.

აგრო-ლიგის გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ კონკურსის ორგანიზატორების მიერ დაწესებულ სხვადასხვა სახის პრიზებს.

კონკურსის წესების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: info.agroleague@gmail.com

პროექტის კონცეფციის ავტორი და განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პარტნიორობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაცია (ფაზა3)“ ფარგლებში.

მეტის ნახვა