ახალი ამბები • 1763483982
"ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები 5 000 ადამიანსაც ვერ უყრიან თავს" - ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
1733744194
ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერი ირწმუნება, რომ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციები "შინაარსის გარეშე გრძელდება". ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსთაველზე "ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები 5 000 ადამიანსაც ვერ უყრიან თავს". დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მან მადლობა გადაუხადა ძალოვნებს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. კობახიძის შეფასებით, შსს-მ იმოქმედა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და სწორედ ასე აღიკვეთა მაიდნის მცდელობა ჩვენს ქვეყანაში 5 დღეში. პრემიერი ასევე შეეხო საქართველო-აშშ-ის ამჟამინდელ ურთიერთობებს და მას "ქაღალდზე დაწერილი პარტნიორობა" უწოდა. კობახიძე იმედოვნებს, რომ "ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შესაძლებელი იქნება ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა".
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















