ახალი ამბები • 1752475579
პატრულ-ინსპექტორმა, რომელზეც "ლეგენდები დადის", პოლიციელობაზე უარი თქვა
ახალი ამბები
1686146193

ღირსების ორდენოსანმა პატრულ-ინსპექტორმა და პოლიციის კაპიტანმა თანამდებობა დატოვა. ნინო დუმბაძემ TV25.GE-ის უთხრა, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და მუშაობას სხვა მიმართულებით გააგრძელა.
ნინო დუმბაძე აჭარის საპატრულო პოლიციაში 17 წელი მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში, მას არაერთი ჯილდო და წოდება აქვს მიღებული. პატრულ-ინსპექტორის საქმიანობის შესახებ აჭარაში "ლეგენდები დადის", მას იცნობენ, როგორც პრინციპულ სამართალდამცავს. საქმიანობისას დუმბაძეს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც დაუჯარიმებია.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა