ახალი ამბები • 1756410394
პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ჩვეულ მოვლენად იქცა | სახალხო დამცველი
ახალი ამბები
1738591742
სახალხო დამცველმა აქციაზე დაკავებული პირები მოინახულა.
„სამწუხაროდ, ისევე, როგორც წინა აქციების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ჩვეულ მოვლენად იქცა და ის ფაქტი, რომ 25 დაკავებულიდან 22 ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს, საგანგაშო სტატისტიკაა. ამასთან, ყურადსაღებია, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული სავარაუდო დანაშაული, უნდა იყვნენ მიცემული პასუხისგებაში. დღემდე უამრავი მოქალაქე გვყავს დაზიანებული, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული თავისი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში. ამ საკითხზე უნდა გასცეს პასუხი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა", - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ აქციის მონაწილეთა მონახულების შემდეგ.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა




















