ქარბორბალა ქობულეთში - ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

ქარბორბალა

ქარბორბალა ქობულეთში. ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა ვერულიძის ქუჩის 9 ნომერში მოხდა.

როგორც ადგილობრივები TV25.GE-ს უყვებიან, ქარმა კორპუს სახურავი გადახადა. ძლიერი ქარის გამო, ბინაში მცხოვრებლები გარეთ ვერ გამოდიან. მუნიციპალიტეტის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 

ადგილზე იმყოფებიან ქობულეთის მერიის წარმომადგენლები. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

მეტის ნახვა