ახალი ამბები • 1752475579
თურქეთში ინსტაგრამი დაბლოკეს
ახალი ამბები
1722691262

ქვეყნის ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამმართველოს გადაწყვეტილებით, თურქეთში სოციალური ქსელი ინსტაგრამი დაბლოკეს. რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა ჯერჯერობით უცნობია, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, აკრძალვა მას შემდეგ მოიხსნება, როგორც კი სოციალური ქსელი ჰანიეს მკვლელობაზე ცენზურას მოხსნის.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა ინსტაგრამის ხელმძღანელობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, ინსტაგრამში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებული სამძიმრის შემცველი ჩანაწერების გავრცელება შეიზღუდა. ალთუნი ამბობდა, რომ სოციალური ქსელი ცენზურის დამყარებას ცდილობს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა