ზაზა შავაძე გიორგი სურმანიძის ნაცვლად - აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

რიჟვაძე სურმანიძე შავაძე

აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე დაინიშნა. იგი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ თორნიკე რიჟვაძემ გამოაცხადა.

"ზაზა შავაძე დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრად. იგი აქამდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და ის არის ძალიან გამოცდილი მენეჯერი, ეკონომისტი და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს", - თქვა მთავრობის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილ მინისტრს, გიორგი სურმანიძე საქმიანობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებს. იგი ჯაბა ფუტკარაძის მოადგილე იქნება.

''მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს, მე ვრჩები გუნდის წევრად. ძალიან ბევრი მიღწევა გვქონდა ამ ორ წელიწადში, მიუხედავად სირთულისა და პანდემიისა. ჩვენ გავაგრძელებთ გუნდურ მუშაობას უკვე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში და ვიხილავთ ბევრ საინტერესო სიახლეს'' - აღნიშნა გიორგი სურმანიძემ. 

ვაკანტური რჩება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი.

საკადრო ცვლილებების მიზეზი უცნობია.

მეტის ნახვა