აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში გაეროს ახლად დანიშნულ მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

მთავრობა

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში გაეროს ახლად დანიშნულ მუდმივ კოორდინატორს შეხვდა. დიდიე ტღებიუკს თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო. ხაზი გაესვა აჭარაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აქტიურ მუშაობას. გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა. საქართველოსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობა  მთელ რიგ სფეროებს მოიცავს, მათ შორის სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, განათლებას, გარემოს დაცვას. 

მეტის ნახვა