,, არა რუსულ კანონს! კი ევროპას!’’ - აქცია ბათუმში

პროტესტს  ბათუმიც  უერთება. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია სტუდენტებმა დღესაც გამართეს. "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ამ ბანერებით ახალგაზრდები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. როგორც ისინი აცხადებენ, თბილისში მებრძოლმა თანამოქალაქეებმა ბათუმის მხარდაჭერა უნდა იგრძნონ. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ყველას, მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, კურსელებს, კლასელებს, ლექტორ-მასწავლებლებს, კოლეგებს, გამოხატონ პროტესტი და ერთად უთხრან კი საქართველოს განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

მეტის ნახვა