აშშ-ს საელჩოს განცხადება

ბიძინა ივანიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადეს.

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - განაცხადეს აშშ-ის საელჩოში.

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია „ფორმულამ“ გუშინ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

მეტის ნახვა