" ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს" - ნაზღაიძის მიმართვა

ნაზღაიძე

"ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს" - ამბობს ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. როგორც აღმოჩნდა, მან საკუთარი ძმა აღმოაჩინა სპეცრაზმელების სიაში.

ვიდეომიმართვაში ნაზღაიძე ამბობს, რომ ძმასთან ოჯახს წლებია არ აქვს კავშირი

"ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს და უნდა გამოქვეყნდეს მათი სურათები... ყველა გამოდით ვინც ამოიკითხეთ თქვენი ოჯახის წევრები, რაც არ უნდა მძიმე იყოს, გამოდით და თქვით, რომ იმას იცნობთ" - ამბობს ნაზღაიძე.

„მთავარმა არხმა“ მოიპოვა იმ სპეცრაზმელებისა და მათი ხელმძღვანელების სია, ვინც ამ დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებს არბევდნენ. 

მეტის ნახვა