აქციის 28-ე დღე ბათუმში

ევროპის მოედნიდან რამდენიმე მეტრში კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოსთან  არიან შეკრებილები, სადაც 28 ნოემბრიდან უწყვეტი დემონსტრაციებია.  მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 28-ე დღეა, „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტს. ამ პერიოდის განმავლობაში პოლიციამ აქციებზე 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით - 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. 

მეტის ნახვა