ახალი ამბები • 1756410394
ქართული ოცნების“ მიერ ერთხმად არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება
პოლიტიკა
1735136480

„ქართული ოცნების“ მიერ ერთხმად არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება. ცერემონია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არაა ცნობილი, საკანონმდებლო ორგანოს რა ნაწილში და რომელ საათზე დაიწყება პროცესი. ასევე, ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიწვია თუ არა მმართველმა გუნდმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები წელს, პირველად, განსხვავებული სისტემით ჩატარდა. „ოცნების“ 224-მა დელეგატმა ხმა ერთადერთ კანდიდატს, ყოფილ ფეხბურთელსა და ე.წ რუსული კანონის მხარდამჭერ მიხეილ ყაველაშვილს, მისცა. კენჭისყრის პროცესის პარალელურად, ქვეყანაში ხალხმრავალი პროტესტი მიმდინარეობდა. სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებს პროვოკაცია და პაროდია უწოდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა