ახალი ამბები • 1735227842
გერმანიამ ბათუმისთვის წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობის პროექტი შეაჩერა | რას კარგავს ზღვისპირა ქალაქი?
ტურიზმის ოსკარის მფლობელი ბათუმისთვის წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობა და სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება, წლებია, აუხდენელი ოცნებაა. ყოველი გაწვიმებისას ვენეციად ქცეული ქალაქის ქუჩები თუ სასმელი წყლის გარეშე, ჭაბურღილების იმედად მყოფი ადამიანები ბათუმის სამწუხარო რეალობაა. წლების წინ ქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მხსნელად და იმედად გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი მოევლინა, რომელმაც ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხები გაიმეტა. მართალია, ამ პროექტის 4 ფაზა უკვე დასრულებულია, მაგრამ ქალაქს დატბორვის პრობლემები მაინც აწუხებს, უკეთესი მომავლის მოლოდინი მოსახლეობას მაინც ჰქონდა - აგერ, სადაცაა მეხუთე ფაზაც დაიწყება და ბოლოს და ბოლოს, გვეშველებაო. ორი დღის წინ გერმანიის ელჩმა სამწუხარო ინფორმაცია გვაუწყა - ბერლინმა საქართველოს მთავრობას 237 მილიონი ევროს პროექტები შეუჩერა. ანუ ბათუმის მერია ვეღარც წყლისა და კანალიზაციის სისტემებს მოაწყობს და ვერც ქალაქის გამწმენდ ნაგებობებს. თვითმმართველობას ხალხისთვის სათქმელი დღეს არაფერი აღმოაჩნდა.
1728455482
1727447820