დაგეგმილი და ვერ შესრულებული პროექტები - საქართველოს მთავრობას, დონორებმა 6 მილიონ ლარამდე ჯარიმა დააკისრეს

გასულ წელს დაგეგმილი და ვერ შესრულებული პროექტების გამო, საქართველოს მთავრობას, დონორებმა 5 მილიონ 771 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

2021 წელს, გეგმის მიხედვით, 12 პროექტი უნდა განხორციელებულიყო და ჯამში 72 მილიონზე მეტი დახარჯულიყო, თუმცა ამ თანხიდან მხოლოდ 17 მილიონის ათვისება მოხდა. 12 ვერ შემდგარი პროექტიდან, ორი აჭარაში უნდა განხორციელებულიყო. ერთ-ერთი EBRD-ის 4 მილიონ 800 ათასად ღირებული ბათუმის ავტობუსების პროექტია. თანხიდან, ათვისება 0 ლარია, ჯარიმა კი ამის გამო 20 000 ლარი.

მეორე ასევე EBRD-ის აჭარის მყარი ნარჩენების პროექტია. გამოყოფილი ორი მილიონიდან მხოლოდ მილიონ 100 000-ის ათვისება მოხდა, ამის გამო კი, ჯარიმამ 6 000 ლარი შეადგინა. საქართველოს მთავრობას, დაბალი თვისება აქვს ინტერნეტიზაციის პროექტშიც. ორი მილიონ ასი ათასიდან, მხოლოდ, 187 ათასი ლარის სამუშაო შესრულდა.

დაბალი ათვისების გამო, მსოფლიო ბანკში გადასახდელმა ჯარიმამ კი 325 ათასი ლარი შეადგინა.

მეტის ნახვა