ევროპული სანქციების რისკები - პოლიტიკური შეფასებები

92 მომხრე, 17-ის წინააღმდეგი - საკითხი დამტკიცებულია, ევროსაბჭოში 27 ივნისს,  საქართველოსთან დაკავშირებით, დებატები გაიმართება. გადაწყვეტილება დღეს  ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მინისტერიალზე მიიღეს. „თუკი საქართველო არ შეწყვეტს რუსეთისკენ სვლას, ევროკავშირის კარი დაიკეტება“ - აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი.  გამოდის, რომ „ოცნების“ მიერ, აგენტების  კანონის მიღების გამო, აშშ-ის სანქციების პარალელურად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის ევროკავშირიც  ემზადება.  საუბარია უვიზო მიმოსვლისა და ფინანსური დახმარების შეჩერებაზე. როგორ აფასებენ მოსალოდნელ სანქციებს პოლიტიკური პარტიები ადგილობრივ დონეზე? ოპოზიციური პარტიები წევრები ნინო ხიმშიაშვილმა ჩაწერა," ქართულ ოცნებაში" კომენტარი  არც დღეს გაკეთდა. 

მეტის ნახვა