ახალი ამბები • 1752267330
ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
კრიმინალი
1718990839
ადამიანით ვაჭრობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დამალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს. მის სისრულეში მოყვანის მიზნით კი გადაიბირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, დაზარალებულს, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, სხვა პირებისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ბრალდებულები ამ გზით მიღებულ თანხას კი პირადად ისაკუთრებდნენ. მიმდინარეობს გამოძიება, დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა