რა საკითხები განიხილეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

გაერთიანებული პოზიცია და ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. წარმომადგენლობითი ორგანოს არსებობის ისტორიაში ალბათ პირველად, მმართველ გუნდსა და ოპონენტებს, ფეხბურთში მიღწეულმა წარმატებამ ერთმანეთის მიმართ დაპირისპირება და კრიტიკა დაავიწყა. ეროვნული ნაკრების სენსაციურმა გამარჯვებამ ადგილობრივი პოლიტიკოსები შესანიშნავ განწყობაზე დააყენა. დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხის განხილვის პარალელურად, დარბაზში ისმოდა მხიარული რეპლიკები.

მეტის ნახვა