კონფერენცია ბათუმში

„ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები - 2024“ - ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია დაიწყო. ღონისძიებაში საქართველოს მასშტაბით მკვლევარები, მასწავლებლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების და არაასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანამედროვე მიდგომები განათლების სისტემაში, სოციალური და ემოციური კეთილდღეობის როლი ეფექტურ სწავლებაში, ინკლუზიური განათლების დანერგვა უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა. შეხვედრა ორდღიანია, იგი  ხვალ დასრულდება. 

მეტის ნახვა