ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 66 ხმით 4-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 66 ხმით4-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოში დემოკრატია უკან იხევს და ევროპული ღირებულებები უგულებელყოფილია.  ასამბლეის წევრები მოუწოდებენ ივანიშვილის პარტიას, გაიწვიოს ე.წ რუსული კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. რეზოლუციაში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ცესკოს ერთპარტიულად დაკომპლექტების წესი. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროკავშირს ახალი არაფერი უთქვამს, თუმცა მოლოდინი არ აქვთ, რომ მმართველი გუნდი კანონს უკან გაიწვევს. 

მეტის ნახვა