რა საკითხები განიხილეს ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომას არც  ქობულეთში დაესწრო. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილეს. ძირითადი მათგანი საიჯარო ნებართვების გაცემას, ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანას შეეხებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მანამდე აზარტულ თამაშებზე  კვარტლური გადასახადი 21 ათასი ლარი იყო, ახალი დადგენილებით იგი 25 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. 

მეტის ნახვა