ახალი ამბები • 1752267330
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
სამართალი
1718731990
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. კიბერ თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის და 2 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს და გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს, შედიოდნენ მათთან ნდობაში და თანხებს საქართველოში მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ფიქტიურად დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე არიცხინებდნენ. ამ გზით ისინი 150 000 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ. სასჯელი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირების მიმართ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა