ქედის მერიის მიერ 4 თვის წინ შეძენილი ავტობუსი, რომელიც ამ დრომდე არ მოძრაობს

რამდენიმე თვის წინ ქედის მერიის ოფიციალურმა გვერდმა ადგილობრივებს სასიხარულო ინფორმაცია აუწყა - უწყებამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი სამგზავრო ავტობუსი შეიძინა. ინფორმაციაში ისიც იყო ნათქვამი, რომ 47 მგზავრზე გათვლილი მუნიციპალური ტრანსპორტი უახლოეს პერიოდში ქედა-ბათუმი-ქედას  სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეღავათიანი ტარიფებით მოემსახურებოდა. თუმცა, ქედელების სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ოთხ თვეზე მეტი გავიდა და ავტობუსი  არც არავის უნახავს და არც არავის უსარგებლია.  ხალხი და ოპოზიცია ეჭვობს, რომ ტრანსპორტს სამოძრაოდ  წინასაარჩევნოდ გამოიყვანენ.

მეტის ნახვა