ახალი ამბები • 1751358640
"ქართულმა ოცნებამ" არასაარჩევნო წლისთვის რეკორდული რაოდენობის შემოწირულება მიიღო | TI
პოლიტიკა
1719855135
ქართულმა ოცნებამ არასაარჩევნო წლისთვის რეკორდული რაოდენობის შემოწირულება მიიღო - ამის შესახებსაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს. არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში 2023 წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება შეისწავლა. გამოიკვეთა, რომ 15 პოლიტიკური სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლების 62%, „ოცნებაზე“ მოდის, რაც 12 მილიონ ლარს შეადგენს. მესამე სექტორი პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა 14-მა კომპანიამ 1,1 მილიარდამდე ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. გიგი ჩიხლაძის თქმით, ეს ეჭვს აჩენს, კორუფციული სქემების არსებობასთან დაკავშირებით.
მეტის ნახვა