განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები | საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

"დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მთავარი უფლებები: ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა" - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. 

სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, კენჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდა სისტემური გაყალების სქემებს. 

"არჩევნებს არ აღიარებს არც პრეზიდენტი, არცერთი ოპოზიციური პარტია და არც საზოგადოების დიდი ნაწილი,  სადამკვირვებლო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ თქვან ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. 

განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები. ამის გამო ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები, ერთ-ერთი ასეთია დესტაბილიზაცია. პოლიტიკურ არასტაბილურობას შეიძლება მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა ირჩევს პარტნიორებისგან იზოლაციას. 

როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება რომ ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ. ამიტომ გამოსავლის გზა უნდა მოვძებნოთ ერთად."- განაცხადა ზურაბიშვილმა. მან ასევე დასძინა, რომ ხმის მიცემის ფარულობისა და ხმის მიცემის საყოველთაობის დარღვევის გამო ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. 

მეტის ნახვა