ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორმა მოქალაქეს ჯერ შეფურთხა, შემდეგ კი აგინა

შეურაცხყოფა პროტესტის გამო. დღეს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორმა მოქალაქეს ჯერ შეფურთხა, შემდეგ კი აგინა. არადა,  მუნიციპალიტეტში მცხოვრები თორნიკე ქავთარაძე, ხელვაჩაურის 2025 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე დასასწრებად იყო მისული, რათა საკუთარი პრობლემები და მოსაზრებები დაეფიქსირებინა.  მას ამის საშუალება არ მიეცა, თუმცა სანაცვლოდ გინება და შეურაცხყოფა მიიღო. ინცინდენტში მოგვიანებით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აიპებში დასაქმებული სხვა  საჯარო მოხელეებიც ჩაერთნენ.

ცნობისთვის, გასულ წელთან შედარებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 6 მილიონ 711 ატას 476 ლარით გაიზარდა და 59 მილიონ 946 ათას 668 ლარით ლარი შეადგინა.  აქედან  26 მილიონი ლარი სოციალური სახლების ასაშენებლად დაიხარჯება. 

თემასთან დაკავშირებით მომზადებულ ვრცელ სიუჟეტს მთავარ გამოშვებაში, 20:30-ზე ნახავთ

მეტის ნახვა