"ოცნებამ" ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მიიღო

73 მომხრე და 9 წინააღმდეგი - „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მიიღო. საკითხს მესამე მოსმენით კენჭი დღეს უყარეს. სიახლით „ოცნების“ დამფუძნებელს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება საქართველოში დაუბეგრავად შემოიტანოს.

ხელისუფლების მიერ ინიციირებული კანონპროექტით კი, საქართველო შესაძლოა, სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისთვის შავი ფულის გადამალვის ახალი კერა გახდეს.

ინიციატივის მიხედვით, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება.

„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ცვლილების მიზანი მხოლოდ ეკონომიკური დოვლათის დაგროვებაა. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი სანქციების რისკის ქვეშაა, რის გამოც იგი თავის ფულს გადასამალად ამზადებს.

მეტის ნახვა