ახალი ამბები • 1754571061
რაულ ბერიძე, აკაკი ბერიძე და როლანდ ბერიძე - ოპოზიცია აჭარის მთავრობას ნეპოტიზმში ადანაშაულებს
პოლიტიკა
1665566270
ოპოზიცია აჭარის მთავრობას ნეპოტიზმში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ამის მაგალითად ძმები ბერიძეები მოჰყავს. რეზო ხარაზი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოადგილე, რაულ ბერიძეზე, ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროს, აკაკი ბერიძესა და ქედის მერ, როლანდ ბერიძეზე საუბრობს.
ოპონენტის მტკიცებით, დასახელებული პირები თანამდებობებზე ნათესაური კავშირებით დაინიშნენ. ბრალდების ადრესატები ოპოზიციის ბრიფინგს, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებიან.
„ქართული ოცნებაში“ ნეპოტიზმზე ყურადღებას არ ამახვილებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ოპოზიცია ყველაფერს აპროტესტებს, რასაც ხელისუფლება საზოგადოების საკეთილდღეოდ აკეთებს და მათ ამგვარ ქცევას ამომრჩეველი ყოველ კენჭისყრაზე სათანადოდ პასუხობს.

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა