ახალი ამბები • 1735227842
სანქციები ოცნების წარმომადგენლებისთვის | ზელენსკიმ ბრძანებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების ბრძანებას.
"ახლახანს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც აძლევს იურიდიულ ძალას უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით. სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას პუტინს უთმობენ. რის გამოც ახლა საქართველოში არის საპროტესტო გამოსვლები. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც ახლა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გააჟღერონ მიმდინარე მოვლენებზე. აუცილებელია აქტიურობა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით როცა უპრინციპოდ იქცევი და პრობლემაზე არ რეაგირებ, ქვეყანას ათწლეულების მოპოვებულ თავისუფლებას ართმევ. არ შეიძლება ამ რეგიონში არავის დაკარგვა. არც საქართველოსი, არც უკრაინის არც მოლდოვასი. ერთად უნდა დავიცვათ თავი რუსეთისგან. უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი 19 თანამოაზრის წინააღმდეგ, რომლებიც ყიდიან საქართველოს ინტერესებს და მოქალაქეებს. მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს ასე მოიქცნენ და იმოქმედონ პრინციპულად." ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი
1728455482
1727447820