ზურაბიშვილის ვიდეომიმართვა უკრაინას

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა უკრაინას.  ვიდეოში საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინელები ქვეყნის, დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძვიან  და ამ ბრძოლას ყველა ევროპელის სახელით აწარმოებენ.  ზურაბიშვილის თქმითვე, ისინი საკუთარ თავისუფლებას იცავენ რუსული იმპერიალიზმისგან და რუსეთის მცდელობისგან, დაიმორჩილოს და ანექსია მოახდინოს სხვების, მეზობლების ტერიტორიების. მისი თქმით, შესაძლოა, დამთხვევაა ის ფაქტი, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან რუსეთის კიდევ ერთ მცდელობას, გადადგას ახალი ნაბიჯები აფხაზეთის ანექსიისკენ.

 

„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენი ეს ბრძოლა დავიწყებას არასდროს მიეცემა და შესაძლოა, დამთხვევაა, მაგრამ, უსათუოდ არა, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან რუსეთის კიდევ ერთ მცდელობას, გადადგას ახალი ნაბიჯები აფხაზეთის ანექსიისკენ. ეს არ იქნება წარმატებული არსად, სადაც ხალხი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას იცავს. ისინი ამას გადალახავენ“-ამბობს ზურაბიშვილი

მეტის ნახვა