2:0 - საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედ-ფინალშია

ისტორია დაიწერა, 2:0 - საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედ-ფინალშია! ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა - გუშინ, პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვებით მოიპოვა. ახლა შემდეგი და უმნიშვნელოვანესი თამაში 30 ივნისს, ესპანეთთან გველოდება. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება კვირას, ვილი სანიოლი და მისი ბიჭები გმირებად დარჩებიან.  მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში" - წერს CNN გუშინდელ გამარჯვებაზე. „ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია" - მატჩს კიდევ ერთი გავლენიანი, ნიუ იორკ თაიმსი ეხმიანება. მსოფლიო საქართველოს მიღწევაზე საუბრობს, აღარაფერი რომ ვთქვათ ქართველებზე.

 

დაძაბული თამაშის და ღირსეული  მოგების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გუშინ სახალხო ზეიმი დაიწყო. რას ფიქრობენ დღეს ბათუმის ქუჩებში გამოკითხულები, რა ემოციები და მოლოდინები აქვთ სამომავლოდ? ვნახოთ კომენტარები 

მეტის ნახვა