ისტორიულ მატჩამდე ცოტა დრო რჩება

ისტორიულ მატჩამდე ცოტა დრო რჩება -ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი თამაშისთვის ემზადება. თბილისის დროით, ზუსტად 11 საათზე საქართველო, ისტორიაში მეორედ, პორტუგალიას ეთამაშება. ჩვენს ქვეყანას, სასწაულის მოხდენის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. საქართველო,  ევროპაზე პირველად არის, ხოლო პორტუგალია,  ჩემპიონატის ისტორიაში 9-ვე ფლეიოფშია გასული. დაძაბულ ორთაბრძოლას გერმანიაში 10 ათასზე მეტი ქართველი  დაესწრება. EURO 2024-ის მატჩის ღია ჩვენებას კი გულშემატკივრები ბათუმში, ორ ლოკაციაზე, სტადიონთან და  ანბანის კოშკთან, დიდ ეკრანებზე მიადევნებენ თვალს.  მატჩის შემდეგ, კი გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსები ღამის ორ საათამდე იმოძრავებენ.  

მეტის ნახვა